Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა
ambebi.ge
26 July 2017, 12:22
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარი დიდი უმრავლესობით დაუჭირა. აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპის წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალი სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირეს როგორც ”დემოკრატებმა”, ისე ”რესპუბლიკელებმა” .

დოკუმენტში, რომლის მიხედვითაც რუსეთს ახალი სანქციები დაუწესეს, დეტალურადაა აღწერილი ოფიციალური მოსკოვის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები, მათ შორის საუბარია საქართველოზეც, კერძოდ, მოსკოვსა და თბილისს შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე.

”დემოკრატი” კონგრესმენის, ხოაკინ კასტროს თქმით, ახალი სანქციები რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მთავრობებს დესტაბილიზაციის გამო პასუხს აგებინებს. მისივე Advertisement განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაანახებს, რომ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, მიუხედავად იმისა ეს მოეწონება თუ არა დონალდ ტრამპს.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტს კანონპროექტზე ჯერჯერობით ხელი არ მოუწერია. კანონპროექტის თანახმად, ამერიკის ლიდერს მოქმედი სანქციების ერთპიროვნულად გაუქმების უფლება აღარ ექნება. მას ასევე ეკისრება ვალდებულება, რომ მოსკოვს პირდაპირ მოუწოდოს - საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან ჯარის გაყვანისკენ.

"ინტერპრესნიუსი"
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი